ტოჩინოშინი ნიშიკაგისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნოემბრის ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ნიშიკაგის დაეჭიდა. ქართველი და იაპონელი სუმოისტები აქამდე ათჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ტოჩინოშინის სასარგებლოდ მეტყველებდა – 6:4. თუმცა, დღევანდელი ორთაბრძოლა ქართველი სპორტსმენისთვის უიღბლოდ დასრულდა და ნიშიკაგიმ ლევან გორგაძე დოჰიოდან გადაიყვანა.

ცხრა საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი აქვს – სამი მოგება და ექვსი მარცხი. შესაბამისად, ლევან გოგრგაძეს დარჩენილ ექვს შეხვედრაში ხუთი ბრძოლის მოგება სჭირდება, რომ რეიტინგში არ დაქვეითდეს.