ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე შეუჩერებელია - ქართველმა სუმოისტმა კოტოეკო დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) შესანიშნავად გამოიყურება და მიუხედავად ცუდი სტარტისა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

ამჯერად, ქართველი მებრძოლი მე-7 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა, რომელსაც ტოჩინოშინთან ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 4-2-ზე ჰქონდა. ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე სუმოისტმა ცუპარები გაცვალეს და საბოლოო ჯამში, გორგაძემ მეტოქე დოჰიოს გარეთ მოისროლა და უვატენაგეს ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინს 7 დღის შემდეგ 4 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. ქართველი სუმოისტი ხვალ მე-6 მაეგაშირა ურას შეხვდება.