ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ენდოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ენდოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოჩინოშინი ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მე-7 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი მე-8 მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და მაისის ბაშოზე კიდევ ერთხელ დამარცხდა.

შეჯახების შემდეგ ლევან გორგაძემ მეტოქის მავაშის აღება ვერ მოახერხა, რაც მას გარკვეულ უპირატესობას შეუქმნიდა, შესაბამისად ენდომ მისი დოჰიოდან გაყვანა მარტივად მოახერხა.

 

ტოჩინოშინისთვის ეს მარცხი მაისის ბაშოზე მეხუთეა. მოგება-წაგებათა ბალანსი კი გორგაძეს 2-5-ზე აქვს. ენდოსთვის ეს გამარჯვება სუპერტურნირზე მეხუთე იყო. ხვალ გორგაძე მე-11 მაეგაშირა ჩიოშომას დაუპირისპირდება, რომელსაც ამ ბაშოზე 4 მოგება და 3 მარცხი აქვს.

დატოვე კომენტარი