ტოჩინოშინი მიტაკეუმისთან დამარცხდა | აკი ბაშო [ვიდეო]

აკი ბაშოზე ტოჩინოშინს სამი გამარჯვება და ორი მარცხი აქვს. ლევან გორგაძემ შემოდგომის სუპერ ტურნირის მეხუთე დღეს მოქმედ ჩემპიონთან წააგო. სეკივაკე მიტაკეუმიმ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია ქართველ ოძეკის კარიერაში პირველად მოუგო.

ტოჩინოშინის, მთავარი მიზანი აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებაა, რათა ოძეკის რანგი შეინარჩუნოს. ამისათვის მას დარჩენილი ათი ბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება.

მიტაკეუმი კი ხუთი მოგებითა და ნული მარცხით შემოდგომის ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია.

ჯურიოს დივიზიონში დღესაც დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუ ჯურიოს მე-13 ნომერ აზუმარიუ იყო. ქართველი რიკიში მეტოქეს ვერ გაუმკლავდა და მორიგი შეხვედრა დათმო, მის ბალანსზე ერთი გამარჯვება და ოთხი მარცხია.