ტოჩინოშინი მაკეკოშის მიუახლოვდა

12:09, 19.03.2020

ჰარუ ბაშოს მეთორმეტე დღეს მეშვიდედ წააგო ლევან გორგაძემ და ტურნირის უარყოფითი ბალანსით დასრულებასთან ერთადერთი მარცხი აშორებს.

ტოჩინოშინის მეტოქე ჩიომარუ იყო, რომელსაც კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, შეჯიბრს დაუბრუნდა და კარიერაში პირველად მოახერხა ქართველი მებრძოლის დამარცხება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:4-ს აგებდა.

ჩიომარუმ სასტარტო შეჯახებისას კარგად დაიცვა თავი და ტოჩინოშინი სწრაფადვე გადაიყვანა დოჰიოს მიღმა. ამ მარცხით ლევან გორგაძეს 5 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად ქართველმა მებრძოლმა დარჩენილი სამიდან სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კოტოშოჰიკუ იქნება.

მსგავსი