ტოჩინოშინი მაკე კოშის უახლოვდება (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10-ე დღეს მეექვსედ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრებში საგრძნობი უპირატესობა აქვს და 8-4-ს ამარცხებს.

იაპონელმა შეჯახებისთანავე კარგად დაბლოკა მეტოქის ქამრის აღების მცდელობა, თავისთვის სასურველი პოზიცია მიიღო და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა ქართველი დოჰიოდან.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს კვლავ სერიოზული ტრამვით უწევს ბაშოს დასრულება. ჩვენთვის კარგად ცნობილი მარჯვენა მუხლის ქრონიკული დაზიანებისა, შეჯიბრების მიმდინარეობის დროს ლევანმა მარცხენა ფეხის კუნთიც დაიზიანა და გადაადგილება აშკარად უჭირს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელიც ქართველისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა და ურთიერთშეხვედრებშიც ჩამორჩება, თუმცა მიმდინარე ბაშოზე იაპონელიც არადამაჯერებლად გამოდის.

დადებითი ბალანსის მისაღწევად ლევან გორგაძეს დარჩენილი 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება სჭირდება.

დატოვე კომენტარი