ტოჩინოშინი კისენოსატოსთან დამარცხდა [ვიდეო]

აკი ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინმა მეოთხედ წააგო. ლევან გორგაძის მეტოქე ოცდამეერთე საუკუნის ერთადერთი იაპონელი იოკოძუნა, დიდი ჩემპიონი კისენოსატო იყო, რომელსაც თავადაც რთული სიტუაცია აქვს შექმნილი. მიმდინარე ბაშოზე ის უკვე უკვე ორჯერ დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მონღოლ იოკოძუნებს ჰაკუჰოს და კაკურიუს ჩამორჩა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ორივე სეკიტორი ჩავლების აღებას ცდილობდა, რაც ცალი ხელით მოახერხეს კიდეც. ამის შემდეგ ძალისმიერი ორთაბრძოლა დაიწყო, რომელშიც იაპონელმა დიდმა ჩემპიონმა იმძლავრა და ლევან გორგაძე დოჰიოდან გაიყვანა.

ქართველ სეკიტოროის ხუთი გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს. ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად დარჩენილი ექვსი ბრძოლიდან სამის მოგება სჭირდება. გორგაძის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი კაისეია.

ჯურიოს დივიზიონში მოგებათა სერია შეწყვიტა გაგამარუმ. ზედიზედ სამი მეტოქის დამარცხების შემდეგ, აკი ბაშოს მე-9 დღეს თეიმურაზ ჯუღლმა ტობიძარუსთან წააგო და მისი ბალანსზე ოთხი გამარჯვება და ხუთი მარცხია. გაგამარუ მომდევნო ბრძოლას სეიროსთან გამართავს.