ტოჩინოშინი იჩინოჯოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს ჯურიოს დივიზიონში ტოჩინოშინი იჩინოჯოს დაუპირისპირდა.

ქართველი და მონღოლი სუმოისტები აქამდე ბევრჯრ დაეჭიდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრებში ლევან გორგაძის უპირატესობა დიდია – 18 მოგება და 12 მარცხი.

თუმცა, ამჯერად მონღოლმა სუმოისტმა იმძლავრა და ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

გაზაფხულის სუპერტურნირის (ჰარუ ბაშო) მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი შონანოუმი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს სპორტსმენები აქმდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.