ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე ბრძოლას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს #1TVSPORT
ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე ბრძოლას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს #1TVSPORT

ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი) წარუმატებელი გამოდგა მისი მეასე ბაშო. მას კოტოშოჰოსთან 11 იანვრის ორთაბრძოლისას მარცხენა მხარი ამოუვარდა და ტურნირის ნაადრევად შეწყვეტამ მოუწია.

ექიმებმა უმალვე ჩაუსვეს ამოვარდნილი მხარი, თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა არცთუ მსუბუქი დაზიანება აჩვენა და ტოჩინოშინს, სულ მცირე, 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს.