ტოჩინოშინი ასანოიამასთან დამარცხდა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-9 დღეს მეხუთედ წაააგო ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ასანოიამა იყო, რომელიც ტურნირის სტარტზე განცდილი სამი მარცხის შემდეგ გამოფხიზლდა და ზედიზედ მე-6 ორთაბრძოლა მოიგო.

უძლიერეს ოძეკისთან შერკინებისას ქართველმა მებრძოლმა ჰენკა სცადა და მოწინააღმდეგესთან შეტაკებას გაერიდა, თუმცა იაპონელმა თავის შემაგრება მოახერხა, შემდეგ თავისი ფიზიკური უპირატესობა გამოიყენა, ტოჩინოშინის ქამარი აიღო და მეტოქე უვატე ნაგეს ილეთით წააქცია დოჰიოზე.

ლევან გორგაძეს ბაშოზე ბალანსი 4-5-ზე უფიქსირდება

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი უძლიერესი რიკიში, სეივაკე მიტაკეუმი იქნება.

წოდებაში დასაწინაურებლად ლევან გორგაძეს ბაშოზე მინიმუმ რვა გამარჯვება სჭირდება.