ტოჩინოშინი ასანოიამასთან დამარცხდა
ტოჩინოშინი ასანოიამასთან დამარცხდა

20121 წლის პირველ სუპერტურნირზე ხუთი საშეჯიბრო დღე მიილია. რთული კალენდარი აქვს ლევან გორგაძეს, რომელსაც „სანიაკუს„ (მაღალი იერარქიის) მებრძოლებთან უწევს შეხვედრა. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ასანაოიამა იყო, რომელთანაც ქართველმა ვერაფერი გააწყო.

ლევანმა იაპონელთან სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა, ოდნავ მარცხნივ გაიწია და იქიდან სცადა შეტევა, თუმცა ეს არასწორი ტაქტიკა აღმოჩნდა. ასანოიამამ სწრაფად და იოლად გადაიყვანა ის დოჰიოდან. ტოჩინოშინს ხუთი ბრძოლის შემდეგ ორი მოგება და სამი მარცხი აქვს. ხვალ მისი მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი- შოდაი იქნება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ბაშოს ლიდერებს ერთადერთი მოგებით ჩამორჩება.