ტოჩინოშინი აბისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

კიუშო ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძე, რომელიც ტურნირზე დასავლეთის მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა. ეს სპორტსმენები აქამდე ექვსჯერ დაეჭიდნენ ერთმანეთს და ურთიერთშეხვედრაში თანაბარი ბალანსი ჰქონდათ.

ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა დათმო და აბიმ ჰიკოტოშის ილეთით გაიმარჯვა. დღევანდელი მარცხის შემდეგ, ქართველ სუმოისტს უარყოფითი ბალანსი აქვს – ორი მარცხი და ერთი გამარჯვება.