ტოჩინოშინი ჰაკუჰოსთან დამარცხდა
ტოჩინოშინი ჰაკუჰოსთან დამარცხდა

წლის მეორე სუპერტურნირ ჰარუ ბაშოზე ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდა.

ტოჩინოშინს ჰაკუჰოსთან აქამდე მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა. მავაშიზე ჩავლება ორივე მებრძოლმა აიღო, რის შემდეგაც ლევანი მეტოქეს მიაწვა, თუმცა ლეგენდარულმა მონღოლმა მას ერთი ხელი გააშვებინა და უპირატესობა მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა მეტოქის ზეწოლას ვეღარ გაუძლო და დოჰიო დატოვა.

ქართველის ანგარიშზე ახლა ექვსი გამარჯვება და ამდენივე მარცხია.