„ტობოლში“ საუკეთესოები ქართველები არიან
„ტობოლში“ საუკეთესოები ქართველები არიან
ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კოსტანაის „ტობოლმა“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) ყარაღანდის „შახტიორი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
 
საფეხბურთო სტატისტიკის კომპანია Instat–მა მატჩის სტატისტიკა გამოაქვეყნა – Instat Index-ის პროგრამით „ტობოლში“ საუკეთესო მოთამაშე სამეულში ორი ქართველი მოხვდა.
თამაშში ყველაზე მეტი ქულა ნიკა კვეკვესკირმა მიიღო – 324, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველ ნახევარმცველს 52 ზუსტი პასი და 8 მოგებული ობრთაძოლა დაუგროვდა. გარდა ამისა, კვეკვესკირმა მეტოქის კარში ოთხჯერ დაარტყა, რომელთაგან ორი ზუსტი აღმოჩნდა.
მეორე ადგილზე ჯაბა კანკავაა (283), რომელიც გადაცემებში თითქმის არ ცდებოდა – მისი სიზუსტის მაჩვენებელი 93%-ია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე მოიგო 13 ორთაბრძოლა და ხუთი ართმევა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ ჯაბა კანკავა პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.