„ტობოლის“ მწვრთნელი ქართველების გაშვებაზე - ბიჭებს ავუხსენი, რომ ეს ტყუილია
„ტობოლის“ მწვრთნელი ქართველების გაშვებაზე - ბიჭებს ავუხსენი, რომ ეს ტყუილია

კოსტანაის „ტობოლის“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა პრემიერ ლიგაში კოკჩეტაუს „ოკჟეტპესთან“ თამაშის შემდეგ (1:0) კომენტარი გააკეთა ყაზახურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, გუნდი კონტრაქტებს აღარ გაახანგრძლივებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებთან, ჯაბა კანკავასთან და ნიკა კვეკვესკირთან.

„შეგიძლიათ უარყოთ ეს ამბავი და რამე გავლენა მოახდინა მან დღევანდელ მატჩზე?“ – ბაბაიანმა ჟურნალისტის ამ კითხვაზე უპასუხა და ქართველების გაშვების მცდელობა კატეგორიულად უარყო.

„ვნახე ეს წერილი და მაშინვე ვესაუბრე ბიჭებს. ავუხსენი, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მომდევნო წლის გეგმებზე კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ბიჭებისათვის მნიშვნელოვანი იყო, კონცენტრირება მოეხდინათ თამაშზე და ყურადღება ასეთი უაზრო თემებზე არ გადაეტანათ<“ – ამბობს კოსტანაის „ტობოლის“ მთავარი მწვრთნელი.