„ტობოლი“ ქართველების გარეშე დარჩა - გუნდი კვეკვესკირმაც დატოვა
„ტობოლი“ ქართველების გარეშე დარჩა - გუნდი კვეკვესკირმაც დატოვა

ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის გუნდს, კოსტანაისტობოლს“ ტოვებს – საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველზე ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„მადლობა ნიკა! საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კონსტანაის კლუბს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო ტოვებს. „ტობოლი” მადლობას უხდის ნიკას თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია „ტობოლის“ განცხადებაში.

კვეკვესკირმა „ტობოლის“ ფორმით პირველი მატჩი 2017 წლის ივნისში ჩაატარა. გამოცემა „პორსპორტის“ შეფასებით, გულშემატკივრებმა ნახევარმცველი მოედანზე არასტანდარტული აზროვნებისა და შემოქმედებითი მოქმედებების გამო შეიყვარა.

კოსტანაის გუნდის შემადგენლობაში, ნიკამ 84 მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე 5 გოლი და 12 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ტობოლთან“ ერთად კვეკვესკირი ჩემპიონატის ბრინჯაოს და ვერცხლის მედალოსანი გახდა.