ტობაიას ჰარისი ფილადელფიაში საპროტესტო აქციაზე მივიდა
ტობაიას ჰარისი ფილადელფიაში საპროტესტო აქციაზე მივიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ სიტუაცია კრიტიკულად დაიძაბა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არაერთი კალათბურთელი შეუერთდა პროტესტის ტალღას.

„ბოსტონ სელტიკსის“ ფორვარდი ჯეილეინ ბრაუნი ატლანტაში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. მან ბოსტონიდან 15 საათი მანქანით იარა იმისათვის, რომ ატლანტაში მოხვედრილიყო. პროტესტს „ფილადელფიას“ წევრი ტობაიას ჰარისიც შეუერთდა. მან საკუთარ ტვიტერზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

საპროტესტო გამოსვლები მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების დღეს დაიწყო და დღემდეგ გრძელდება. დემონსტრაციები სხვადასხვა შტატებში იმართება.