TNT Sports-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა – ახალი ლიდერი იამალია, დემბელე ტოპსამეულიდან გავარდა #1TVSPORT
ცნობილმა პორტალმა, TNT Sports-მა გამოაქვეყნა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა განახლებული რეიტინგი.
ივნისის რეიტინგში ლიდერობდა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიელი მეორე ადგილამდე დაეშვა. მეორედან მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა ვიტინიას თანაგუნდელი უსმან დემბელე, ხოლო პირველ ადგილზე გადავიდა „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი.
TNT Sports-ის სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- ვიტინია (პსჟ)
- კოულ პალმერი (ჩელსი)
- უსმან დემბელე (პსჟ)
- რაფინია (ბარსელონა)
- ნუნუ მენდეში (პსჟ)
- აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
- კილიან მბაპე (რეალი)
აღსანიშნავია, რომ ახალ კლასიფიკაციაში ტოპათეული დატოვა „პსჟ“-ის გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. მისი ადგილი დაიკავა „ჩელსის“ შემტევმა კოულ პალმერმა, რომელიც ერთბაშად მესამე ადგილზე აღმოჩნდა.