საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი, დიდი ალბათობით, მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდება, – იტყობინება გამოცემა Diario Do Peixe-ი, რომელიც მკითხველს ბრაზილიურ ახალ ამბებს ამცნობს.
გამოცემა იუწყება, რომ „სანტოსი“ 32 წლის ფეხბურთელს ნახევარწლიან იჯარაზე მოელაპარაკა – სწორედ იმ დროისთვის იწურება „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ნეიმარის პოზიცია, რომელმაც მშობლიურ კლუბში გადასვლა მოისურვა, მიუხედავად MLS-ის კლუბ „ჩიკაგო ფაიერის“ მხრიდან ინტერესისა. გარიგების შესახებ მალე უნდა გამოაცხადონ.
ნეიმარი „სანტოსში“ 2013 წლის ზაფხულამდე თამაშობდა, რის შემდეგაც „ბარსელონაში“ გადავიდა.