თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, მაიამის მერად დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს

09:50, 10.12.2025

თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ პირველად, მაიამის მერად დემოკრატი აილინ ჰიგინსი აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ჰიგინსმა დაახლოებით 18 პროცენტული პუნქტით დაამარცხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკელი კანდიდატი ემილიო გონსალესი.

ჰიგინსი გახდა პირველი დემოკრატი, რომელმაც 1997 წლის შემდეგ მაიამის მერის თანამდებობა დაიკავა. ის ასევე გახდა პირველი ქალი და პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ აირჩიეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ის შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს.

მსგავსი