ტიტოვი ანანიძეში „სპარტაკის“ მომავალს ხედავს - ჯანოს ტრავმებმა და უნდობლობამ შანსი არ მისცა
ტიტოვი ანანიძეში „სპარტაკის“ მომავალს ხედავს - ჯანოს ტრავმებმა და უნდობლობამ შანსი არ მისცა

„ანანიძეს შეუძლია „სპარტაკის“ საკვანძო მოთამაშე გახდეს,“ – ასეთია მოსკოვის „სპარტაკის“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, ეგორ ტიტოვის მოსაზრება.

ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად პირველი ლიგის კრასნოიარსკის „ენისეის“ ავარჯიშებს. წარსულში ცნობილმა მოთამაშემ Sportbox.ru-სთან „სპარტაკის“ პრობლემებზე ილაპარაკა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ამ კონტექსტით ახსენა.

„მიმაჩნია, რომ ანანიძეს შეუძლია ახალი მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონოროვის სისტემაში საკვანძო მოთამაშე გახდეს, ის ჭკვიანი ბიჭია და „სპარტაკში“ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურია. თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენების საშუალება ტრავმებმა და მწვრთნელის უნდობლობამ არ მისცა.შესაძლოა, ახლა ჯანოს დროც დადგეს,“ – ამბობს ტიტოვი.

შეგახსენებთ, რომ მარტში მიღებული ტრავმის გამო, ჯანოს, ფაქტობრივად, 2018 წელი გაუცდა და „სპარტაკში“ მხოლოდ ორჯერ ითამაშა.