ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ბრაზილიელები ვადაზე ადრე გავიდნენ მსოფლიოს თასზე, რომელიც 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

„მთლიანად ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, მაგრამ ვაცნობიერებ ჩემი გუნდში ყოფნის ვადებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება“, – განაცხადა ტიტემ SporTV-სთან კომენტარში.

60 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიის ნაკრებმა 2019 წელს კოპა ამერიკა მოიგო.