ტიტე უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა
ტიტე უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ უნიკალური შედეგი დააფიქსირა. ის პირველი სპეციალისტი გახდა მსოფლიოში, რომელმაც მოიგო კოპა ამერიკა, კოპა ლიბერტადორესი და კოპა სუდამერიკანა.

58 წლის სპეციალისტმა 2008 წელს „ინტერნასიონალთან“ ერთად მოიგო კოპა სუდამერიკანა, 2012 წელს „კორინთიანსთან“ ერთად – კოპა ლიბერტადორესი.

კოპა ამერიკაზე ტიტეს გაწვრთნილმა ბრაზილიის ნაკრებმა ფინალში პერუს 3:1 მოუგო და მეცხრედ გახდა კონტინენტის საუკეთესო გუნდი.