ტიტე - ნეიმარი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის
ტიტე - ნეიმარი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „კოპა ამერიკაზე“ ვენესუელასთან შეხვედრის ფრედ დასრულების (0:0) შემდეგ გუნდში ნეიმარის დანაკლისზე კომენტარი გააკეთა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი მოთამაშე, ნეიმარი, ტურნირს ტრავმის გამო ტოვებს.

„მე ბოდიშს ვიხდი გულშემატკივრებთან, იმიტომ, რომ გუნდმა მოწინააღმდეგის კართან საკმარისი მომენტები ვერ შექმნა. მე მათი სტვენის მესმის“, – ციტირებს „გლობო ესპორტე“ (Globo Esporte) ტიტეს, – „ნეიმარი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. მე მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ჩვენ კი სტაბილურად უნდა ვითამაშოთ,ზუსტი გადაცემებით, მომენტები შევქმნათ, მიუხედავად ნეიმარის არყოფნისა“.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები ოთხი ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მომდევნო მატჩს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები პერუს წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავენ.