ტიტე - ნეიმარი მატჩის წინ არაფერს უჩიოდა
ტიტე - ნეიმარი მატჩის წინ არაფერს უჩიოდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ნიგერიასთან ამხანაგური მატჩის დაწმყებამდე ნეიმარი არაფერს უჩიოდა და მოედანზე ის სწორედ ამის გამო გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი მატჩის მე-12 წუთზე იძულებით შეცვალეს, რის გამოც გაჩნდა მოსაზრება, რომ ფეხბურთელი მატჩამდეც არ გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ მწვრთნელმა ის მოედანზე მაინც გაიყვანა.

„ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ნეიმარი რომ მოედანზე ტრავირებული გამეყვანა“, – უთხრა ტიტემ ჟურნალისტებს სინგაპურში დასრულებული მატჩის შემდეგ – „ასეთ შემთხვევაში, პარი სენ-ჟერმენიდანაც მომიწევდა საყვედურების მიღება“.

ნეიმარს, რომელიც ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 101-ე მატჩს ატარებდა, მოედნის დატოვებისას ხელი მარცხენა ბარძაყის უკანა მხარეს ეკიდა.

როგორც პარიზული კლუბის პრესსამსახური წერს, 14 ოქტომბერს ნეიმარს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ფორვარდს მარცხენა მუხლის მყესი აქვს დაჭიმული. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი დაახლოებით ოთხი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ბრაზილიასა და ნიგერიას შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.