„ტირანას“ პრეზიდენტის კომენტარი „დინამოზე“ - ეს იღბლიანი წილისყრა იყო, რადგან ადრე მოვუგეთ
„ტირანას“ პრეზიდენტის კომენტარი „დინამოზე“ - ეს იღბლიანი წილისყრა იყო, რადგან ადრე მოვუგეთ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის ​წილისწყრაზე პირველი კომენტარი გააკეთა ალბანურმა მხარემ. გუნდის პრეზიდენტი, რეფიკ ხალილი დარწმუნებულია, რომ შემდეგ წრეში ითამაშებს.

„თავს კარგად ვგრძნობ, მშვიდადაც კი“, – ასეთი იმედიანი განცხადება გააკეთა „ტირანას“ პრეზიდენტმა რეფიკ ჰალიმა უეფა-ში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრის შემდეგ, სადაც მისი კლუბი „დინამო თბილისს“ დაუწყვილდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალბანეთის პირველადგილოსანტირანას“ 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ ერთმატჩიან რაუნდში უმასპინძლებს. სამწუხაროდ, მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ალბანელთა პრეზიდენტიs კომენტარიდან ჩანს, რომ ქართულ მხარეს იოლ ბარიერად თვლის.

„კარგი მოლოდინი მქონდა და ასეც მოხდა. ეს იღბლიანი წილისყრა იყო, რადგან თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ადრეც ვითამაშეთ და მოვიგეთ. კლუბში ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავალთ. იმედი მაქვს და ვუსურვებ ყველა მოთამაშეს, რომ ჯანმრთელად იყვნენ, საქართველოში მობილიზებულები ჩავალთ, რათა შემდეგი მატჩი ჩავატაროთ“, – ამბობს „ტირანას“ პრეზიდენტი.