თინათინ ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა კრიტიკული მედიისთვის, „ტვ პირველისთვის“ მოიცალა
თინათინ ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა კრიტიკული მედიისთვის, „ტვ პირველისთვის“ მოიცალა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ის გარდა, სხვა კრიტიკული მედიისთვის, „ტვ პირველისთვის“ მოიცალა. ბოკუჩავა ამით „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურაშია დაბარებული.

„ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის ხელით ის შეცვლის ეტაპობრივად „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას. მან მოიცალა სხვა კრიტიკული მედიისთვის და კონკრეტულად, „ტვ პირველისთვის“.

ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ეს იქნება მისი მცდელობა, რომ გააკონტროლოს კიდევ ერთი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება, რადგან მისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია კრიტიკული აზრისა და თავისუფალი სიტყვის არსებობა ქვეყანაში. ხვდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია და მისი პოლიტიკური პროექტის კრახი არის გარდაუვალი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი