თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს საკუთარი დიპლომების ასლები გადასცა
თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს საკუთარი დიპლომების ასლები გადასცა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საკუთარი დიპლომების ასლები გადასცა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, არ აპირებს, თეა წულუკიანის მსგავსად ეთერებში საკუთარი დიპლომებით იაროს.

„მაშინ, როდესაც ქალები ძალადობას განიცდიან, იუსტიციის მინისტრი გენდერულად ასეთ სენსიტიურ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს”, – მიმართა ბოკუჩავამ წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პ​არლამენტის გუშინდელ  პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შესახებ განაცხადა, რომ ის ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ძალიან ლამაზი ქალია.