ტიმო ვერნერმა „ჩელსში“ დებიუტი მე-4 წუთზე გოლით აღნიშნა (ვიდეო)

„ჩელსის“ შემადგენლობაში გერმანიის ნაკრების ფორვარდის ტიმო ვერნერის დებიუტი შედგა. „ბრაიტონთან“ ამხანაგურ მატჩში „ლაიპციგის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. საგოლე კომბინაციაში „ჩელსის“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰაკიმ ზიეჩი მონაწილეობდა.

შეხვედრა ფრედ დასრულდა – „ბრაიტონმა“ 90-ე წუთზე პასკალ გროსის პენალტით გაათანაბრა ანგარიში.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ვერნერი „ლაიპციგიდან“ 53 მილიონ ევროდ შეიძინა.