ტიმო ვერნერმა ახალ კლუბად „ლივერპული“ აირჩია
ტიმო ვერნერმა ახალ კლუბად „ლივერპული“ აირჩია

„ლაიპციგის“ ფორვარდს ტიმო ვერნერს კლუბის გამოცვლა სურს.

გერმანიის ნაკრების 23 წლის თავდამსხმელისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად პრემიერლიგა და მისი ლიდერი „ლივერპული” მიიჩნევა.

ვერნერის კონტრაქტი „ლაიპციგთან” 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად მითითებულია – 60 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე „ლივერპულმა” „ლაიპციგიდან“ ნახევარმცველი ნაბი კეიტა შეიძინა.

ვერნერი 20 გოლით რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

დატოვე კომენტარი