ტიმო ვერნერი - წინ წარმატებული მომავალი გველის
ტიმო ვერნერი - წინ წარმატებული მომავალი გველის

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ტიმო ვერნერი „ლაიპციგიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის თაობაზე კომენტარს აკეთებს.

„მოხარული ვარ, რომ „ჩელსიში“ გადმოვედი. ჩემთვის ასეთ დიდ კლუბში თამაში განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო „ლაიპციგსა“ და მის გულშემატკივრებს ოთხი არაჩვეულებრივი წელიწადისთვის. ისინი მუდამ ჩემს გულში იქნებიან. მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის დაწყებას ახალ თანაგუნდელებთან, მწვრთნელთან და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებთან ერთად. ჩვენ წარმატებული მომავალი გვაქვს წინ“, – მოჰყავს ვერნერის სიტყვები „ჩელსის“ პრეს-სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ვერნერის სანაცვლოდ ლონდონელებმა „ლაიპციგს“ 53 მილიონი ევრო გადაუხადეს. გერმანელმა „ჩელსისთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.