ტიმო ვერნერი „ლაიპციგში“ ბრუნდება #1TVSPORT
ტიმო ვერნერი „ლაიპციგში“ ბრუნდება #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი „ჩელსიდან“ „ლაიპციგში“ ბრუნდება.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მონაცემებით, ლაპარაკია არა იჯარაზე, არამედ სრულფასოვან ტრანსფერზე. გარიგების გაფორმება მომავალ კვირას იგეგმება.

„ლაიპციგში“ დაბრუნება თავად ვერნერის სურვილია, რადგან მას სურს სათამაშო პრაქტიკითა და კარგ ფორმაში შეხვდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს. ფორვარდი არ იყო „ჩელსის“ განაცხადში შაბათს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ევერტონის“ წინააღმდეგ.

ვერნერის მიმართ ინტერესს „იუვენტუსიც“ იჩენს, მაგრამ თავდამსხმელს „ლაიპციგი“ ურჩევნია. ტიმოს რეგულარული კონტაქტი აქვს გერმანული კლუბის დირექტორთან ოლივერ მინცლაფთან.

ფორვარდი „ლაიპციგში“ 2016-20 წლებში თამაშობდა და 156 მატჩში 90 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.