ტიმო ვერნერი „ჩელსიში“ 53 მილიონ ევროდ გადავიდა
ტიმო ვერნერი „ჩელსიში“ 53 მილიონ ევროდ გადავიდა

„ლაიფციგის“ თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას „სპორტბაზერი“ (Sportbuzzer) ავრცელებს.

შეთანხმება 2025 წლამდეა გათვლილი და ინგლისური კლუბი „ლაიფციგს“ 53 მილიონ ევროს გადაუხდის. გერმანიის ნაკრების ფორვარდი წელიწადში 10 მილიონზე მეტს მიიღებს, იგი პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

2019/2020 წლის სეზონში ვერნერმა „ლაიფციგის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.