ტიმი ბერლინის ტურნირის ჩემპიონი გახდა

16:51, 16.07.2020

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ბერლინში საჩვენებელი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ტიმმა ფინალში იტალიელი მატეო ბერეტინი სამ სეტში დაამარცხა – 6:7(4), 6:4, 10:8. ჩოგბურთელებმა კორტზე ორი საათი გაატარეს.

ბერეტინი მსოფლიოს მერვე ჩოგანია.

მამაკაცთა პროფესიული ტური, რომელიც კორონავირუსის გამოა შეჩერებული, 14 აგვისტოს ვაშინგტონის ტურნირით განახლდება.

მსგავსი