The Times - მსაჯები სერენა უილიამსის მატჩების ბოიკოტით იმუქრებიან
The Times - მსაჯები სერენა უილიამსის მატჩების ბოიკოტით იმუქრებიან

აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მომხდარი სკანდალის შემდეგ, საჩოგბურთო მსაჯებმა ამერიკელი სერენა უილიამსის მატჩებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ.

როგორც გაზეთი The Times იტყობინება, არბიტრები მსაჯი კარლოს რამოსის მისამართით უილიამსის შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო აღშფოთდნენ, ხოლო ჩოგბურთელის შემდგომმა განცხადებებმა კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია. ახლა, სერენას მონაწილეობით მატჩების მომსახურეობაზე უარის თქმის ვარიანტი განიხილება. ეს ბოიკოტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სერენა რამოსს ბოდიშს არ მოუხდის.

აშშ-ის ღიას ფინალში ნაომი ოსაკას წინააღმდეგ, სერენა უილიამსმა მსაჯისგან  სამი გაფრთხილება მიიღო და ერთი საჯარიმო გეიმით დაისაჯა. ამერიკელმა მატჩი 2:6, 4:6 წააგო.