Time-მა მესი და მბაპე მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა #1TVSPORT
Time-მა მესი და მბაპე მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა #1TVSPORT

ჟურნალ Time-ის ვერსიით, 2023 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის არგენტინელი ლიონელ მესი და ფრანგი კილიან მბაპე მოხვდნენ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი და მბაპე მუნდიალის ისტორიაში ერთმანეთს ყველაზე დრამატულ და სანახაობრივ ფინალში დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინელებმა გაიმარჯვეს.

კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარეს, ტურნირის ბომბარდირი კი მბაპე გახდა.

მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ს შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისმა თანაგუნდელმა მბაპემ 35 მატჩში მეტოქის კარი 31-ჯერ აიღო და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა.