ტიმ დანკანის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში
ტიმ დანკანის დებიუტი მთავარი მწვრთნელის რანგში

„სან ანტონიოს“ თავკაცმა გრეგ პოპოვიჩმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბში „სპურსის“ ლეგენდარული კალათბურთელის, ტიმ დანკანის აყვანა გადაწყვიტა.

დანკანი აქამდე პოპოვიჩის ასისტენტის ფუნქციას ასრულებდა. დღეს „შარლოტთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (103-104) კი ტიმს გაცილებით სერიოზული მისია დაეკისრა. კარიერიაში პირველად დანკანმა მთავარი მწვრთნელის ფუნქცია შეასრულა.

პოპოვიჩმა დღევანდელი შეხვედრაზე დასწრება პერსონალური მიზეზის გამო ვერ შეძლო. დიდი ალბათობით გრეგს მომდევნო მატჩის გაცდენაც მოუწევს. „პორტლენდის“ წინააღმდეგ გუნდს სავარაუდოდ კვლავ ტიმ დანკანი უხელმძღვანელებს.