Tifo Football - მოჰამედ სალაჰი გროზნოში დისკომფორტს გრძნობდა. ის ერთხელ კადიროვმა გააღვიძა [ვიდეო]
Tifo Football - მოჰამედ სალაჰი გროზნოში დისკომფორტს გრძნობდა. ის ერთხელ კადიროვმა გააღვიძა [ვიდეო]

YouTube-ის არხმა Tifo Football-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ეგვიპტის ნაკრებისა და მოჰამედ სალაჰის გამოსვლას ეძღვნება.

ვიდეორგოლში ეგვიპტელთა გროზნოში ცხოვრებაზე ყვებიან, რომელიც მათ ტურნირზე ყოფნის დროს საკუთარ ბანაკად აირჩიეს. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ, როდესაც სალაჰი ანაკრების პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ფეხბურთელს სასტუმროში მიაკითხა, გააღვიძა და საწვრთნელ ბაზაზე მიიყვანა.

გროზნოში სალაჰს ხშირად აღვიძებდნენ, უბრალოდ, მასთან გასაუბრებისთვის. „ლივერპულის“ ლიდერს არ მოსწონდა, რომ მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, მოთამაშე დისკომფორტს გრძნობდა და ეს იყო ნაკრების სუსტი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სალაჰმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა. ეგვიპტის ნაკრებმა ჯგუფში სამი მატჩი წააგო და „A“ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.