ტიერი გეილი ვენაში ჩაფრინდა - ის „დილას“ დაემშვიდობა და „რაპიდში“ სამედიცინო შემომწებას გაივლის [ვიდეო] #1TVSPORT
ტიერი გეილი ვენაში ჩაფრინდა - ის „დილას“ დაემშვიდობა და „რაპიდში“ სამედიცინო შემომწებას გაივლის [ვიდეო] #1TVSPORT

Skysportaustria-ს ცნობით, ტიერი გეილის ვენის „რაპიდში“ ჩარიცხვა გარდაუვალია. ფეხბურთელი გორის „დილას“ დაემშვიდობა და უკვე ვენაშია.

„გორის „დილას“ და ბარბადოსის ნაკრების ფეხბურთელის, ტიერი გეილის ტრანსფერი გარდაუვალია. 21 წლის გარემარბი, რომელმაც გორის „დილაში“ თამაშისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ახლახან ვენის აეროპორტში ჩაფრინდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ანმარ გუდრიჯ-ბოისმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.

შემდეგ კი გეილი „რაპიდის“ ბაზაზე დააფიქსირეს. მისი ფოტო კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ავსტრიულ პრესაში გავრცელდა“, – წერია Skysportaustria-ს ვებ-გვერდზე.

ახალგაზრდა გარემარბი სოციალურ ქსელში გორის „დილას“ დაემშვიდობა და კლუბს მადლობა გადაუხადა.

„გორის „დილას“ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მომეწონა საქართველოში გატარებული დრო. მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“, – დაწერა ინსტაგრამზე 21 წლის გეილმა.