ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ, შესაძლოა, ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დომენიკო ტედესკო შეცვალოს. 47 წლის სპეციალისტი მთავარ კანდიდატად განიხილება აღნიშნულ თანამდებობაზე, – წერს ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.

აღნიშნავენ, რომ ანრის კარგი ურთიერთობა აქვს ნაკრების მოთამაშეებთან, მათ შორის, მთავარ ვარსკვლავებთან – რომელუ ლუკაკუსთან და კევინ დე ბრუინთან.

კანდიდატებს შორის ასევე განიხილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი და მარკ ვან ბომელი. ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის ბოლოს მიიღებს.

დომენიკო ტედესკო ბელგიის ნაკრებს 2023 წლის თებერვლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2024-ზე მერვედფინალამდე მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა ერთა ლიგის ჯგუფში. ბოლო რვა მატჩში ბელგიელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს.

ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო 2016-18 და 2021-22 წლებში.