ტიბო კურტუას „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრება
ტიბო კურტუას „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრება

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ დაზიანება მიიღო ლა ლიგას 27-ე ტურის მატჩში „ბეტისის“ (1:2) წინააღმდეგ და დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში.

როგორც გაზეთი AS წერს, კურტუამ კოჭლობით დატოვა მოედანი და ახლა, მისი ტრავმის ხარისხს სამედიცინო შემოწმება დაადგენს, რომელსაც სამშაბათს ჩაატარებენ.

სავარაუდოდ, ბელგიელი ვერ დაეხმარება „რეალს“ „ეიბართან“ (13 მარტი) ლა ლიგის მატჩში და ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ (17 მარტი) წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში „რეალმა“ შინ წააგო „სიტისთან“ 1:2.