ტიბო კურტუას ბელგიის ნაკრებში შემოწმებისას კორონავირუსი აღმოაჩნდა
ტიბო კურტუას ბელგიის ნაკრებში შემოწმებისას კორონავირუსი აღმოაჩნდა

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა COVID-19-ზე ეროვნულ ნაკრებში მისვლის შემდეგ ჩააბარა ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

ამჟამად, კურტუა თვითიზოლაციაში იმყოფება. თუ განმეორებითი ტესტი ვირუსს არ დაადასტურებს, მეკარეს შეეძლება ბელგიის ნაკრების უახლოეს მატჩებში თამაში. ბელგიელებს 5 სექტემბერს ერთა ლიგაზე დანიასთან უწევს შეხვედრა, 8 სექტემბერს – ისლანდიასთან.