ტიბო კურტუამ „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

15:45, 19.07.2025

ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გააგრძელა.

33 წლის ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხელი „სამეფო კლუბთან“ ახალ ხელშეკრულებას, – იტყობინება ესპანური გაზეთი Marca. კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

კურტუა 2018 წლიდან თამაშობს „რეალში“. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.

მსგავსი