ტიბო კურტუამ „რეალის“ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ „ვალენსიასთან“ ბოლო წუთებზე შექმნილ საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო.

ბელგიელი შეხვედრის კომპენსირებულ წუთებში ჩამოწოდებული კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ბურთს თავი დაარტყა, რის შემდეგაც არეულობაში ბენზემამ გოლის გატანა მოახერხა.

„კუთხურის დროს ჩემი სიმაღლე გამოვიყენე“, – ციტირებს „მარკა“ კურტუას.- „მე სიმაღლით ორი მეტრი ვარ, ამიტომაც ჩემი საჯარიმოში ჩასვლის დროს მეტოქეები ნერვიულობენ. ჩაწოდებას კარგად ვხედავდი, ამიტომაც მოვახერხე და ბურთს შევეხე, რის შემდეგაც ბენზემამ გოლი გაიტანა“, – დაასრულა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 1-1 დასრულდა, ბენზემამ კი ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაათანაბრა.