ტიბო კურტუამ კოლეგებისგან იდეალური მეკარე შეადგინა

12:12, 18.04.2020

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა მეკარემ ტიბო კუტრუამ რამდენიმე სათამაშო თვისების გამოყენებით, იდეალური გოლკიპერის პორტრეტი შექმნა.

„კარიდან გამოსვლისას საუკეთესო მეკარე მე ვარ. ბელგიაში კარგად ასწავლიან ბურთის დაუფლებას კარიდან გამოსვლის დროს. ესპანეთში – უპირატესობას მუშტებით მოგერიებას ანიჭებენ. ეს დიდი განსხვავებაა. ჩემი თამაში – საკუთარ თავში დამაჯერებლობის შედეგია.

დარტყმების მოგერიება – იან ობლაკი. ის შესანიშნავად უმკლავდება. მოხერხებულობის მხრივ უნდა გამოვარჩიო სინან ბოლათი „ანტვერპენიდან“, რომელთან ერთადაც „გენკში“ ვთამაშობდი. არასოდეს მინახავს ასეთი სისწრაფე და მობილურობა.

ფეხით თამაში – ტერ-შტეგენი. ერთი ერთზე გასვლებში მე ვარ ძლიერი, ასევე კარგია ალისონი. ამ დროს მომწონს ტერ-შტეგენიც: მუხლი მოხრილი, მეორე ფეხი გაშლილი – გერმანული სკოლა. ფსიქოლოგიის მხრივ, ასევე საკუთარ თავს გამოვარჩევდი“, – განუცხადა გაზეთ „ეი-ეს-ს“ (AS) კურტუამ.

მსგავსი