ტიბო კურტუამ „ბრიუგესთან“ შეცვლის შემდეგ ავტომობილის მართვა ვერ შეძლო
ტიბო კურტუამ „ბრიუგესთან“ შეცვლის შემდეგ ავტომობილის მართვა ვერ შეძლო

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, რომელიც „ბრიუგეს“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის შესვენებაზე შეცვალეს, საკუთარი ავტომობილის მართვა ვერ შეძლო, რადგან შეუძლოდ იგრძნო თავი. როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, „სანტიაგო ბერნაბეუდან“ ბელგიელის შინ წაყვანა მის მამას მოუწია.

კურტუა „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი გოლი გაუშვა და შესვენებაზე ის ალფონს არეოლამ შეცვალა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ბელგიელი იძულებული გახდა დაეტოვებინა მოედანი თავბრუსხვევისა და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„ბრიუგესთან“ შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ, „რეალს“ ერთი ქულა აქვს A ჯგუფში, ბოლო ადგილზეა და ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.