ტიბო კურტუამ ბელგიის ნაკრებში კარიერა შეაჩერა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ უარი თქვა ერთა ლიგაზე ბელგიის ნაკრებში თამაშზე. ინფორმაცია გამოცემა Nieuwsblad-მა გაავრცელა.
„მარკ ვან ბომელთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე არ ვითამაშო ერთა ლიგაზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელს ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.
მზად ვიქნები ევრო 2028-ის შესარჩევი ტურნირისთვის, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა, რომ ვერ მომცემს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას, თუ მეკარე, რომელიც ერთა ლიგაზე ითამაშებს, მას დააკმაყოფილებს. მაგრამ მე მინდა, ვიბრძოლო შემადგენლობაში ადგილისთვის“, – განაცხადა კურტუამ.
„რეალის“ მეკარემ ერთხელ უკვე შეაჩერა კარიერა ბელგიის ნაკრებში მთავარ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო. ეროვნულ გუნდში ის 2025 წლის ზამთარში დაბრუნდა.