ტიბო კურტუამ ბელგიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ტიბო კურტუამ ბელგიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ გამოთქვა მზადყოფნა ბელგიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ის არ თამაშობდა ეროვნულ გუნდში მთავარ მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტის გამო. ტედესკომ ცოტა ხნის წინ დატოვა ბელგიის ნაკრები და მისი ადგილი რუდი გარსიამ დაიკავა.

„მე არ მითამაშია ბელგიის ნაკრებში წელიწად-ნახევარია. ახლა მზად ვარ დაბრუნებისთვის“, – მოჰყავს კურტუას სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს.

20 მარტს ბელგიის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონში დარჩენისთვის უკრაინას შეხვდება.