ტიბო კურტუა „რეალთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს
ტიბო კურტუა „რეალთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა არ აპირებს „სამეფო კლუბთან“ მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებას, – იტყობინება გამოცემა El Nacional.

ბელგიელის ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. წყაროს ცნობით, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კურტუა ან დაასრულებს კარიერას, ან ბოლო მსხვილ კონტრაქტს გააფორმებს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთის რომელიმე კლუბთან. ასევე განიხილება „გენკში“ დაბრუნება, სადაც ის საფეხბურთო კარიერას იწყებდა.