ტიბო კურტუა მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ესპანეთის ჩეპიონობა ორი მადრიდული გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა
ტიბო კურტუა მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ესპანეთის ჩეპიონობა ორი მადრიდული გუნდის შემადგენლობაში მოიპოვა

28 წლის ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა მეორე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ესპანეთის ჩეპიონატი ორი მადრიდული გუნდის, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში მოიგო. ამ ინფორმაციას „მისტერ ჩიპი“ ავრცელებს. პირველად ამას მიაღწია თავდამსხმელმა ხოსე ლუის პერეს-პაიემ, რომელიც „ატლეტიკოსთან“ ერთად ჩემპიონი 1951 წელს გახდა, ხოლო „რეალ მადრიდთან“ ერთად – 1954 და 1955 წლებში.

რაც შეეხება კურტუას, ცოტა ხნის წინ ის „რეალ მადრიდის“ პირველი მეკარე გახდა 1988 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში 18 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონობა წლევანდელი სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.